2022 წლის 29-30 სექტემბერს, საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების (ESIL), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და საერთაშორისო დაცვის ცენტრის (CPI, საფრანგეთი) ორგანიზებით, აკადემიკოსს ლევან ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია - „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხები განიხილეს 50-ზე მეტმა მონაწილემ მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, მათ შორის - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედმა და ყოფილმა მოსამართლეებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა, მეცნიერებმა და მკვლევარებმა. კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში და პირდაპირ ეთერში ტრანსლირდებოდა მთელი პროექტის განმავლობაში.